Reuters: უკრაინის ომის სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მყარ ზრდას აჩვენებს

უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მრავალ სექტორში მყარ ზრდას აჩვენებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, რუსეთში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამხედრო მრეწველობა ივლისში 3,3% გაიზარდა, მაშინ, როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 2,7% შეადგენდა. ხოლო სამხედრო მრეწველობის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 4,8% გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,1% შეადგენდა.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 4,6% გაიზარდა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მაჩვენებელი 1,8% შეადგენდა.

ეკონომიკის ზრდაზე გავლენა იქონია, აგრეთვე, კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებამ. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების საერთო მოცულობამ 8,44 ტრილიონი რუბლი (92 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8,3% მეტია.

„წლის პირველ ნახევარში ასეთი მაღალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ მთლიანად 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები იმაზე მაღალი იქნება, რასაც ჩვენ აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში ვვარაუდობდით“, – ციტირებს Reuters-ი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს პოლინა კრიუჩკოვას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის...

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა...