4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Reuters: სამხრეთკორეელი გამომძიებლები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერს ითხოვენ

სამხრეთკორეელმა გამომძიებლებმა საომარი მდგომარეობის გამო გადაყენებული პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ქვეყნის ისტორიაში არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცველები პრეზიდენტისთვის დაკავების ორდერის გამოწერას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც იუნ სუკ იოლი ქვეყნის მაღალი თანამდებობის მქონე პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არ მივიდა. გამომძიებლებს აინტერესებდათ, საომარი მდგომარეობის გამოცხადებით ის ქვეყანაში ამბოხს ახდენდა, თუ არა.

საბოლოო გადაწყვეტილება დაკავების ორდერთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ამბოხი არის ერთ-ერთი იმ ბრალდებებიდან, რომელზეც პრეზიდენტის იმუნიტეტი არ ვრცელდება.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მოგვიანებით იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობა გაუუქმა. 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.