4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Reuters: თეთრ სახლს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაფინანსების შეწყვეტა სურს

თეთრმა სახლმა რეკომენდაცია გასცა შეაჩეროს თითქმის ორი ათეული ამერიკული პროგრამის დაფინანსება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ მიანმაში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს იძიებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამსახურმა სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც რიგი პროგრამების დაფინანსების შეწყვეტას სთავაზობს.

როგორც Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა, პროგრამების ჩამონათვალში არის ისეთი პროექტები, რომლებიც უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იკვლევენ.

საუბარია პროგრამაზე Global Rights Compliance, რომელიც უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ისეთების, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და წამება, მტკიცებულებებს აგროვებს.

მეორე პროგრამის სახელწოდებაა Legal Action Network, რომელიც იურიდიული დახმარების ჯგუფია და მხარს უჭერს ადგილობრივ ძალისხმევას უკრაინაში დანაშაულში მხილებული რუსი სამხედროების პასუხისგებაში მიცემის კუთხით, წერს სააგენტო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.