“ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი” – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი

წალკაში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი: “ქართული ოცნებიდან” ნანული ხინიკაძე და “ძლიერი საქართველო – ლელოდან” ზაზა შანთაძე.

წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.

სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა მე-14 უბანზე მისცა.

“ყველაფერი კარგად იქნება. ხალხი ხმას მისცემს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. მეტად განვითარდება სოფელში, რაც გასაკეთებელი იქნება,” – განაცხადა ნანული ხინიკაძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის...

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა...