ფრიდრიხ მერცი ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”: საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მიესალმება, თუმცა, საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა დარჩეს.

“უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით. საკონტაქტო ხაზი ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად უნდა შენარჩუნდეს.” – წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.

https://x.com/bundeskanzler/status/1991874364674035882

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...