პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან

ერთად ბაკურიანში დიდველის ტბა და სატუმბი შენობა-ნაგებობა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოწყობილ ხელოვნური გათოვლიანების სისტემასა და ხელოვნურ რეზერვუარებს და მოისმინა ინფორმაცია სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესახებ.

16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი,  რომელშიც 42 ქვეყნის, მათ შორის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...