პრემიერ-მინისტრი დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.

სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.

მანამდე კი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეტმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს. პრემიერი კოპენჰაგენში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შედიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...