პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა – მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...