ფოთის მერიის დაფინანსებით, სტუდენტები ბულგარეთში ისწავლიან

ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ფოთელი სტუდენტები ბულგარეთში ისწავლიან. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„სტიპენდიატები, გიგა ტიკარაძე და არჩილ გურგენაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლობენ, სადაც სრულფასოვან უმაღლეს განათლებას იღებენ. ისინი ქალაქ ვარნაში, ნიკოლაი ვაპტსაროვის საზღვაო სამხედრო აკადემიაში, 2 თვით გაემგზავრნენ.

ფოთის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს სტუდენტების სტიპენდიებით წახალისებას და გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო ორგანიზაციაში. გიგა და არჩილი უკვე ბულგარეთში არიან. წარმატებებს ვუსურვებთ ფოთელ სტუდენტებს!“ – ნათვქამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაქარია წიკლაური: თუ დღეს საბიუჯეტო თანხის ათვისების პრობლემა გვაქვს, საზოგადოებას საერთოდ...

თბილისის ბიუჯეტის შესრულებისა და თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარმა ზაქარია წიკლაურმა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად...