ფოთის მერი: ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს

ფოთში ოჯახის სიწმინდის დღე სადღესასწაულო მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე ოჯახთან ერთად შეუერთდა.

,,ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა – გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. გისურვებთ, მუდამ სიყვარული და სიმშვიდე სუფევდეს თქვენს ოჯახებში. სწორედ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...