პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

როგორც „ხალხის ძალის” ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი – პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს...

ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს შენ განსაზღვრო რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია, - ამის...