პიტერ სიიარტო: უკრაინის წევრობა ევროკავშირს დაასუსტებს და ომს მოუტანს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის წევრობა ევროკავშირს დაასუსტებს და მას ომში გახვევს.

„როცა შენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ შენ გინდა გყავდეს ახალი წევრები, რომლებიც შენ გაგაძლიერებენ. უკრაინა ცალსახად ევროკავშირს ძლიერს არ გახდის. პირიქით, ქვეყანა, რომელიც ომობს, ევროკავშირში ომს შემოიტანს, რაც არ გვინდა. ამჟამინდელი უკრაინა ევროკავშირს ძალიან დაასუსტებს“, – თქვა სიიარტომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი...