პიტერ სიიარტო: უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს, ჯერ არავის უნახავს ევროკავშირიდან მიღებული თანხის ხარჯვის ზუსტი აღრიცხვა და ამასობაში, რა სურს ბრიუსელს? კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა პრეზიდენტ ზელენსკისთან

“ბრიუსელი წლების განმავლობაში აფინანსებდა უკრაინის სახელმწიფოს ევროპელი ხალხის ფულით. ამასობაში, უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს”, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.

სიიარტო უკრაინაში არსებულ კორუფციულ სკანდალს და ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირის სახლში ოქროს უნიტაზის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბრიუსელს, ამ ფონზე კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა სურს პრეზიდენტ ზელენსკისთვის, თუმცა, უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში არ წავა.

“ბრიუსელი წლების განმავლობაში აფინანსებდა უკრაინის სახელმწიფოს ევროპელი ხალხის ფულით. ამასობაში, უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს, გასაკვირი არ არის, რომ ჯერ არავის უნახავს ევროკავშირიდან მიღებული თანხის ხარჯვის ზუსტი აღრიცხვა… და ამასობაში, რა სურს ბრიუსელს? კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომლის ახლო გარემოცვაშიც ცოტა ხნის წინ დიდი კორუფციული ქსელი გამოვლინდა… დროა, შევაჩეროთ ეს სიგიჟე, უნდა შევწყვიტოთ ევროპელი ხალხის ფულის გაგზავნა უკრაინაში! სანამ ჩვენ ვართ მთავრობაში, უნგრელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს: უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში არ წავა! ბრიუსელში დაფუძნებული, უკრაინასთან მოკავშირე მთავრობის შემთხვევაში, სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნებოდა…” – წერს პიტერ სიიარტო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...