პიტერ მადიარი – ვიქტორ ორბანმა გამარჯვება მოგვილოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით გამარჯვება მიულოცა.

„პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით მოგველოცა გამარჯვება“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა...

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,...