პეკინში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ეკონომიკის სფეროში

პეკინში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ეკონომიკის სფეროში. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

მხარეებმა ასევე მოაწერეს ხელი მნიშვნელოვან შეთანხმებას პოლონური შინაური ფრინველის ხორცის ექსპორტზე. შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის ერთჯერადი გავრცელება არ შეაჩერებს პოლონური შინაური ფრინველის ხორცის ექსპორტს.

პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის.

„პოლონეთი და ჩინეთი ხელს უწყობენ გლობალური მშვიდობის განმტკიცებას და მუშაობენ მშვიდობის მიღწევაზე იქ, სადაც მღელვარე სიტუაციაა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...