ნინო წილოსანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე”: ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიერ დაინიციირებული კანონპროექტები „უკრძალავს ემიგრანტს ოჯახის წევრისთვის თანხის გადმორიცხვას, ან სტუდენტს უცხოური სტიპენდიის მიღებას, რომ უკრძალავს მეწარმეს უცხოეთიდან ნებისმიერი შემოსავლის მიღებას, რაც ისჯება 6 წლამდე პატიმრობით“ და სხვა.

ნინო წილოსანი ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.

„ეს ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა“- წერს წილოსანი.

https://www.facebook.com/share/p/1NmRYjzMYY/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...