ნინო ფოჩხუა: მეგობარი ქვეყნიდან იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა – როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში?

მეგობარი ქვეყნიდან არ იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა? ამ ინციდენტის შემდეგ, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში? – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდის საფრთხე რუსეთიდან, ევროპიდან თუ ამერიკიდან, ქვეყნის მტრები ყველგან არიან და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია დონორისგან ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის შესახებ.

„მეგობარი ქვეყნიდან არ იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა? ამ ინციდენტის შემდეგ, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში?
რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის საფრთხე რუსეთიდან, ევროპიდან თუ ამერიკიდან, ჩვენი ქვეყნის მტრები ყველგან არიან. რას ითხოვს გამჭვირვალეობის კანონი, მხოლოდ დონორისგან ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის გასაჯაროებას, ეს არის და ეს.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, რაში ხარჯავს ფულს, რამდენს იპარავს გიგაური, დოლიძე, ლომჯარია და ა.შ.“- წერს ნინო ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...