ნინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ.

„გიორგი გველესიანმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა და პირველი სრული ინტერვიუ მისცა, სადაც გამოხატა საკუთარი აზრი საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ, რითაც მან სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა. ვინც ნახა თუ ვინ დაესხა მას თავს არც გაკვირვებია, იგივე უსამშობლო ადამიანთა კასტა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ სამშობლოს უანგარო სიყვარული, ხან დეპუტატობა უნდა იძახეს, ხან წყალობას ელოდება და ა.შ.
ამ თავდასხმებით არა თუ გიორგი გველესიანს, არამედ ვერავის მიაყენებენ ზიანს, ვისაც ქვეყანა უყვარს და სწორ მხარეს დგას.“ – წერს ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის...