ნინო ფოჩხუა: ჩვენი პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ BBC-ის ბოდვას, მაგრამ კიდევ უფრო რომ გაემძაფრებინათ, საკუთარი თარგმანით დაამძიმეს ეს ნიუსი და მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს ხელისუფლება დემონსტრანტების მოწამვლაში – იციან, რომ ეს ტყუილიც ერთდღიანია, მაგრამ არ ჩერდებიან

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს, დემონსტრანტების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ პარტიული ტელევიზიები ბოდვას ავრცელებენ.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, BBC-ის ინფორმაციას ქართული ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო ამძაფრებს და მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს ხელისუფლებას დემონსტრანტების მოწამვლაში.

“აფუთფუთდნენ ჩვენი პარტიული ტელევიზიები, ავრცელებენ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოდვას, მაგრამ კიდევ უფრო რომ გაემძაფრებინათ საკუთარი თარგმანით დაამძიმეს ეს ნიუსი. BBC წერს, რომ შესაძლებელია “ოცნების” მიერ გამოყენებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება, ( დაიზღვიეს თავი.) შესაძლებელიაო და ამათმა სიტყვა შესაძლებელია საერთოდ ამოიღეს და მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს ხელისუფლება დემონსტრანტების მოწამვლაში. ხომ იციან, რომ ეს ტყუილიც ერთდღიანია, მაგრამ რომ არ ჩერდებიან, მითუმეტეს როცა აღარავინ უსმენს.” – წერს ნინო ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...