ნიკოლოზ მეტრეველი: თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე ოპოზიციის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, აქციაზე მყოფმა ყველა ადამიანმა, ყველაფერი იცოდა. ამასთან, მეტრეველი აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არც სქესს აქვს მნიშვნელობა, არც – ასაკს, შესაბამისად, თუ დანაშაულს ჩაიდენ, დაისჯები.

თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია?
ცოტა ხანში, ალბათ იტყვით, რომ მკვლელობის და სპეცრაზმელების დაწვის უფლებაც ჰქონდა ბატონ ჩახუნაშვილს?!
კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს. დააშავებ-დაისჯები!
#ყველამყველაფერიიცოდა” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...