ნიკა ობოლაძე- “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირდაპირი ეთერი” 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფრის მიუხედავად მოიგო და ის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, “ეს ფაქტი არ არის”.

“ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არსებობენ, ან ორგანიზებულები არ არიან. ჩვენ არ მოგვიგია ეს არჩევნები, ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში…… კარგი არჩევნები, რაც ახლა ჩატარდა, 2025 წლის თვითმმართველობის, არც ახლა იყო, მაგრამ “ოცნებამ” მოიგო. გაყალბდა, მაგრამ მოიგო. ამაზე ბევრად 2024-ის გაყალბდა გასაგებია, იმიტომ, რომ ახლა არ დასჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის.”- განაცხადა ობოლაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...