Newsweek: გამოკითხვის მიხედვით ჰარისი ტრამპთან არჩევნებს აგებს

მედია-ორგანიზაცია Newsweek-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა, ორი გამოკითხვა ჩატარდა, რომელთა თანახმადაც „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებს „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატთან დონალდ ტრამპთან აგებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 51% მზადაა ტრამპს მისცეს ხმა, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე ჩატარდება. ჰარისს 43% მისცემს ხმას, ხოლო 6% ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის დაუჭერს მხარს. სულ გამოიკითხა 801 ადამიანი.

ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა, როცა ბაიდენი ჯერ კიდევ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში. მაშინაც გამოკითხულთა 51% აცხადებდა, რომ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო 45% – აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ემხრობა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...