“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა. მოგვიანებით ქარდავა პოლიციამ დააკავა, ის არაფხიზელ მდგომარეობაშია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა.

მოგვიანებით ქარდავა პოლიციამ დააკავა, ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. როგორც წყარო სოფელი ლიადან იტყობინება:

„ემზარ ქარდავა ლიაში მოძრაობდა საკუთარი მიკროავტობუსით, სწრაფად მოძრაობდა დაეჯახა ახალგაზრდა გოგონას, ზედაც არ შეხედა საკუთარი მანქანა სახლში გადამალა და მიმალვა სცადა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ გოგონა ოკუპირებული საბერიოდანაა, სასწრაფომ წაიყვანა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გადარჩენის შანსები ძალიან ცოტა აქვსო თქვეს ადგილზე“ – აცხადებს თვითმხილველი “პრაიმ-ტაიმთან” სატელეფონო საუბარში.

ემზარ ქარდავა წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სპეციალისტად მუშაობს.

წყარო: prime-time.ge

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...