ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის ორი მოქალაქექ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის ორი მოქალაქექ დააკავეს.

Გამოძიება დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული.
Აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს, იმსჯელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...