ნანა კაკაბაძე: მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო ზომები და თავის დროზე გააუქმა მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ, ვინაიდან ზუსტად იცოდა, რომ მისი ხელისუფლების არ ყოფნის შემდგომ, ამ მუხლით მოუწევდათ მას და მის ელიტას გასამართლება

მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო ზომები და თავის დროზე გააუქმა მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ, ვინაიდან ზუსტად იცოდა, რომ მისი ხელისუფლების არ ყოფნის შემდგომ, ამ მუხლით მოუწევდათ მას და მის ელიტას გასამართლება, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

„ეს იყო თავდაცვის და დაზღვევის მექანიზმი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იმ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანაში მიდის სერიოზული დაზიანება და ეს დაზიანება ხდება გარე ძალების ჩარევით ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ ერთადერთი მუხლი, რითაც დღეს შეიძლება ამ ყველაფრის აღკვეთა საქართველოს წინააღმდეგ ეს არის ჯაშუშობა. საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს...