ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- პირობას ვდებ, ზღვისუბანში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანმა საინტერესო შეხვედრა გამართა ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვ, N20 კორპუსის მცხოვრებლებთან.

ბენდელიანის თქმით, მისამართზე ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახურავი და წყალსაწრეტი მილები. ასევე, წყალარინების ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით სხვადასხვა საჭიროება აქვს.

მაჟორიტარობის კანდიდატი პირობას დებს, რომ ზღვისუბანში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება.

მისივე თქმით, ერთად ითანამშრომლებენ შესაბამის სამსახურებთან, რათა დროულად მოხდეს გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...