მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით

ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, – აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.

„მოგეხსენებათ გუშინ უხვი ნალექი იყო, ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. გამგეობა მთელი ღამის განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით. მთელი მთაწმინდის რაიონში ძალიან ბევრი შეტყობინება იყო, ვცდილობთ მოსახლეობას დავეხმაროთ. ვახდენთ პრობლემების აღრიცხვას, რომლებსაც გადავამუშავებთ და ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით “, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები და ქუჩები თბილისში ინტენსიურად იწმინდება. პროცესში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა ჩართული. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური. გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემა დედაქალაქის რამდენიმე უბანში შეიქმნა. ჩამოიშალა მიწის მასაც. გზების გარდა, დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ასევე, მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის...

საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი- „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“. რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა,...