მოლდოვის პრემიერ-მინისტრი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

„დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ურეკავენ და მოკვლით ემუქრებიან.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...