მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოდგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა  ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო დგილობრივი  გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ქალაქის ცენტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებები,  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...