მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან, გივი ელიავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა საავტომობილო გზა. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 149 917 ლარს შეადგენს.

სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაქარია წიკლაური: თუ დღეს საბიუჯეტო თანხის ათვისების პრობლემა გვაქვს, საზოგადოებას საერთოდ...

თბილისის ბიუჯეტის შესრულებისა და თანხების ხარჯვის მიზნობრიობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარმა ზაქარია წიკლაურმა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად...