მაიკ უოლცი: უკრაინას ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მოუწევს

უკრაინას ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მოუწევს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაც, რასაც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ალიანსის წევრი რამდენიმე ქვეყანაც იზიარებს.

„მოდით, ასე ვთქვათ, ტერიტორიები უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რომელსაც უკრაინა მიიღებს. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამ პოზიციას იზიარებს არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ რამდენიმე სხვა ქვეყანაც“, – თქვა უოლცმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...