მაია ბითაძე ვერშემდგარი რევოლუციის ლიდერებზე: ჩვენ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა და აქ უკვე არა 6 და 7-თვიან, არამედ 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ და ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ არცერთი მათგანი თავს არ გაწირავდა, თუ არ ექნებოდათ იმის დადასტურებული იმედი, რომ სადღაც ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა

ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან კმაყოფილები “ ქართული ოცნებით” მათაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რევოულციებს რაც არ უნდა მშვიდობიანი იყოს ის, რა შედეგები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ეს ჩვენს ზურგზე გვაქვს გამოცდილი დაწყებული ჩვენი ბავშვობიდან, ასე რომ მათი ამორჩევლის უმრავლეაობასაც არ უნდა აქ ძალადობა,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები თვითდაპატიმრებით ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ, რამდენადაც მათ დადასტურებული იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა.

“ამიტომ იყო აქ ზუსტად ისინი ვერ ამბობდნენ და ბუნდოვანებაში შეიყვანეს თავისი ამომრჩეველი, გაურკვეველია რისთვის მიიყვანეს და მეორე საკითხია თვითონაც იყვნენ გაუგებრობაში ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა რისკზე წავიდნენ და ერთია რომ ჩვენ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა და აქ უკვე თვითდაპატიმრების არა 6 და 7-თვიანი განზომილება გვაქვს, არამედ აქ პრაქტიკულად 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ და ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ არცერთი მათგანი თავს არ გაწირავდა, თუ მათ არ ექნებოდათ იმის დადასტურებული იმედი, რომ სადღაც რაღაც ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა. აქ არიყო რეალურად ხალხის რაოდენობაზე გათვლა, რეალურად ეს ხალხიც მოატყუეს, ისევე როგორც ატყუებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და სხვათაშორის, დღესაც ატყუებენ მათი მედიასაუალებებით, 20%-ით და რაღაცებით მანიპულირებენ. კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის მოტყუებას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...