მადლობა თითოეულ ბოლნისელს იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც ამ არჩევნებში გამომიცხადეთ

თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის არა მხოლოდ გამარჯვებაა არამედ, ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა თითოეული ბოლნისელის წინაშე.

რთულია გადმოვცე ის ემოცია, რაც ამ დღეებში გაანვიცადე. ეს იყო პერიოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ძლიერია ჩვენი ხალხი, როცა ერთ მიზანს აერთიანებს-მშვიდობას, განვითარებას და მომავლის რწმენას.

გპირდებით, რომ ბოლნისის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.ჩემი თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ თქვენ არასდროს გაგიცრუოთ იმედი და ბოლნისი წინსვლისა და სტაბილური განვითარების გზაზე კიდევ უფრო დამაჯერებლად იდგეს.

ეს გამარჯვება ჩვენი ერთიანობის შედეგია,ჩვენი შრომის, თანადგომისა და „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის ერთსულოვნების შედეგი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის და თითოეულ მხარდამჭერს იმ ენერგიისთვის, რომელმაც ჩვენ წარმატებამდე მიგვიყვანა.

გმადლობთ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობ.
მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, ბოლნისისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის!

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...