ლიზა გეგეჭკორი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იმავე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე – ძალიან “სამართლიანია” ევრობიუროკრატია

ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება, რომელიც სასჯელს პოლიციელზე ძალადობისთვის იხდის.

გეგეჭკორის განცხადებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საფრანგეთია, სადაც ადამიანს განურჩევლად სქესისა, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და შემდეგ, შესაბამის სასჯელსაც მიუსჯიდნენ.

„მზია ამაღლობელს პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იგივე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე. ძაააალიან სამართლიანია ევრობიუროკრატია, ძალიან“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...