ლევან ნიკოლეიშვილი ვიოლა ფონ კრამონზე – მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის მიერ 7 მარტს, „ტვიტერში“გაკეთებულ განცხადებას იხსენებს იმის შესახებ, რომ მარტის აქციები მაიდანს ახსენებს.

როგორც ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ვიოლა ფონ კრამონმა პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი.

„სულ ტყუილად ვეჩხუბებით და ვამუნათებთ ვიოლა ფონ კრამონს აქციაზე მისვლის გამო, სადაც მოძალადე კრიმინალს და პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს იცავდნენ. აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...