ლევან ნიკოლეიშვილი „ვაშინგტონ პოსტი“ – ის სტატიაზე: რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ვაშინგტონ პოსტი“ – ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში მიიჩნევენ, უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს.

„ძალიან დამაფიქრა აშშ-ს მთავრობის განცხადებამ. ეს რომ მაპატიეთ რიგითი ამერიკელი იყოს კიდევ ხოო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი NATO-ს წევრობა კი არა ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი კი შეიძლება გადაიდოს. ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ ? რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს..“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...