ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის დაბარებაზე-თუ კი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე

„ბაიდენ-ბორელი, რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე“,-წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის დაბარების შესახებ.

ნიკოლეიშვილის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე.

„ბაიდენ-ბორელი, რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე, თვითმხილველი და მცოდნე, რომელიც კანონის წინაშე ვალდებულია ფაქტები და მტკიცებულებები წარუდგინოს პროკურატურას, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუ კი ისა ამაზე, ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს , ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე, ამის მერე კი მისი ისედაც განულებულ სიტყვას ყოველგვარი ფასი და ნდობა ეკარგება!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...