ლევან ნიკოლეიშვილი: ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა

როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას.

ნიკოლეიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად მამულიშვილური საქმეა.

 

“როცა სახელმწიფოს აშენებ, ნამდვილად მისასალმებელი პირობაა, რომ შენი ქვეყანა დაცული იყოს, ამ მხრივ მის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოში ჯანსაღი თაობა იზრდებოდეს. შესაბამისად ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ნარკოტიკების გამსაღებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად საშური და მამულიშვილური საქმეა. ჩვენ პატარა ქვეყნის მცირერიცხოვანი ერი განათლებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სპორტულ მიღწევებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რისი დიდი ნიჭიც და პოტენციალიც გაგვაჩნია, ეს ყველაფერი კი საქართველოს კეთილგონივრული განვითარების წინაპირობაა.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...