ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია ის. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას

ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახი კალაძესთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ქალაქში რა თქმა უნდა პრობლემები რჩება, თუმცა კახი კალაძეს მათ მოსაგვარებლად გააჩნია სწორი ხედვა.

„ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგი გააგრძელებს ამ საქმიანობას.

მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და...