ლაშა გეგეჭკორი: ელენე ხოშტარიამ, კეზერაშვილისგან ერთი თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი კეზერაშვილის ცოლის ძმაა თუ ჩემი?

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ლაშა გეგეჭკორი, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელენე ხოშტარიას პარტია „დროასთვის“ ფულადი შემოწირულობებია ნაჩვენები.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, ხოშტარიას განცხადება, რომ მას კეზერაშვილისგან თანხა არასდროს მიუღია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ელენე ხოშტარიამ, კეზერაშვილისგან 1 თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის ცოლის ძმაა, თუ ჩემი…კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი Facebook-ზე.

 

 

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...