კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის ტექნიკურ დონეზე ურთიერთობები განახლდა

კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის ტექნიკურ დონეზე ურთიერთობები განახლდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას მოსკოვი დადებითად აფასებს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ პარიზს ლიდერებს შორის დიალოგის განახლების სურვილი აქვს, რადგან საფრანგეთისგან შესაბამისი გზავნილი არ მიუღია.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ურთიერთობების ნულამდე დაყვანა ყველასთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. რუსეთი ყოველთვის დიალოგის წარმოების მომხრე იყო, რაც ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემების მოგვარების საწინდარია. ისინი თავისით არ მოგვარდება“, – განაცხადა პესკოვმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ...

„ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ...