ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ხელოვნური საგზაო ბარიერები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 640 113 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...