ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. ერთ-ერთი ბრალდებული პრეზიდენტის სასახლის ეზოში იყო შეჭრილი, ადვოკატი კი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.

მომავალ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.

„მხოლოდ და მხოლოდ წარდგენილია ის ვიდეო მასალა, რომელიც ყველა საქმეში ერთნაირად არის. სასახლის ტერიტორიაზე დადიან, მხოლოდ გადაადგილდებიან“, – თქვა ადვოკატმა.

კითხვაზე – რატომ გადაადგილდებოდნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში აქციის დროს, ადვოკატმა ასე უპასუხა:

„ალბათ ამას სასამართლო პროცესზე დაასაბუთებენ“.

საქმის პროკურორის განცხადებით, ყველა ბრალდებულთან მიმართებით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებულები პოლიციელებზე ძალადობენ.

„ჩატარებულია ასევე ექსპერტიზები და მოწმეებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც კონკრეტულ ბრალდებულებზე მიუთითებენ, რომლებიც ახორციელებდნენ მათ მიმართ ძალადობას“, – განაცხადა პროკურორმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი,...