„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს მისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათგან მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ მოისმინა. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ უბანში განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, კოპანია GWP-სთან თანამშრომლობით სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგო გზის საფარი და მოაწესრიგა ტროტუარები. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნებს, ისინი ითხოვენ მეათე კორპუსთან მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას, რაზეც კანდიდატმა მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...