„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძისა და ბურჯანაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს და ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სრულად რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის საფარი, მოწყობილია 2 მინი სტადიონი, თუმცა ცხადია, არსებობს პრობლემებიც – ადგილობრივები ითხოვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დამატებას და კორპუსების მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობას. რაც შეეხება დევნილების მოთხოვნებს, მართალია მათი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მოეწყო სკვერი და სპორტული მოედანი, თუმცა მათი მთავარი პრობლემაა მათი საცხოვრებელი კორპუსების ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, რაც ვერ ხერხდება იმის გამო, მათი ნაწილი არ არის პროგრამაში მონაწილეობაზე თანახმა.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი, ასევე სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...