“ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ზამურ ჭითანავამ, ქალაქ ბოლნისის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

ჭითანავა, ამომრჩეველს, ბოლნისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ დავით ჯაფარიძესთან და „ქართული ოცნების“ ბოლნისის საკრებულოს პროპორციული სიის წევრებთან ერთად შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

“მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, პირდაპირ მესაუბრა ადგილობრივებთან, მომესმინა მათი სურვილები და პრიორიტეტები.

ბოლნისის თითოეული ქუჩა და უბანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ერთად აუცილებლად შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ძლიერი და კეთილმოწყობილი გახდეს.” – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...