„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენო პეტრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრზე, ადგილობრივებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და პარტიის ადგილობრივი შტაბის წევრები.

დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები 2026 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...