კარატეში საქართველოს ჩემიონი ოთხი ჩხოროწყუელი გახდა

კარატეში საქართველოს პირველობის გამარჯვებული და შესაბამისად საქართველოს ჩემპიონი 4 ჩხოროწყუელი სპორტსმენი გახდა. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: ანი ჯანჯღავა, დიეგო დემურია, ანრი ჯანჯღავა, ლიკა ფირცხალავა.

„შეჯიბრებაში ჩხოროწყუს კარატეს ჯგუფის ათმა სპორტსმენმა კატასა და კუმიტეში 11 საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს პირველობა კარატეში ქალაქ გორში , 12 წლიდან სხვადასხვა წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით WKF -ის წესების შესაბამისად ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს ყველა რეგიონის 406 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პირველობაში გამარჯვებულ ჩხოროწყუელ კარატისტებსა და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მათ საჭიროებებსა და სამომავლო შედეგებს გაეცნო.“ – ნათვაქმია ჩხოროწყუს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის...

საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი- „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“. რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა,...