კახა კალაძე: როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული

როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება პირველი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ახალი მერის ამპლუაში შეუდგება.

„გვქონდა სურვილი რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ ახალი წლების მერე. როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მითუმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული. მიწისქვეშა კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემაა და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...