კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელი პატრონებისგან იღებენ.

ამის შესახებ მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ოპოზიცია რეალურად არ არსებობს. არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან ქვეყნის შიგნით, ჰყავთ თავიანთი დავალებების მიმცემები, უცხოელი პატრონები. შესაბამისად, ის პროცესი, რაც მიდის – დაპირისპირება, ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. ყველა ფიქრობს იმაზე, რომელს ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები და ისინი თავიანთი ქმედებებით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...